Saturday, July 4, 2009







"კლდის პირზე ჭვავის ყანაში..." - გაკვეთილის გეგმა,
ჟურნალი "მასწავლებელი#2(6)

პროექტი არის სასწავლო სტრატეგია, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის VIII კლასის სახელმძღვანელო (ავტორები: ლია თუშური, ნინო შარაშენიძე, მაია ინასარიძე) შინაარსობრივად და მეთოდიკის თვალსაზრისით ძალიან კარგად არის ორგანიზებული, 5 თავისაგან შედგება. თითოეულ თავზე შესაძლებელია სასწავლო პროექტების განხორციელება.
სასურველია, ავტორებმა გაითვალისწინონ პროექტის, როგორც სასწავლო მეთოდის შესაძლებლობები და სახელმძღვანელოში, კერძოდ
მოსწავლეთა დავალებებში, დაამატონ საპროექტო თემატიკა, ხოლო მასწავლებლის წიგნში მისი ნიმუში.

მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეებთან ერთად რამდენიმე სასწავლო პროექტი განვახორციელეთ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

პ რ ო ე ქ ტ ი



1.პროექტის სახელი: "მე და ქუჩა"

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: სასწავლო პროექტი ეხება ქუჩას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს: ქუჩის მათხოვრები, ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული ბავშვები, მაწანწალა ძაღლები, ქუჩების დაბინძურება.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეები გაარკვევენ: რა როლს თამაშობს ქუჩა მათი თანატოლების ცხოვრებაში; როგორია საზოგადოების დამოკიდებულება "ქუჩის ბიჭისადმი"; რამდენად გასაძლისია ქუჩაში გაბატონებული "ჯუნგლის კანონი" და როგორ იჩაგრებიან ფიზიკურად სუსტი არსებანი;ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციას( სტატისტიკურ მასალებს) საქართველოში მცხოვრები მათხოვართა რაოდენობის შესახებ, შეადგენენ კითხვარებს და ჩაიწერენ აუდიო და ვიდეო ინტერვიუებს; ინტერვიუსთვის მოამზადებენ კითხვებს სახელმძღვანელოში(გვ.85) მითითებული ინტერვიუს მომზადების საფეხურების მიხედვით; შეხვდებიან რესპოდენტებს და მათგან ჩაიწერენ ინტერვიუებს, ამასთან ერთად, განსაკუთრებით საინტერესო ისტორიების მიხედვით შეადგენენ მოთხრობებს, ჩანახატებს სათაურით "ერთი დღე ჩემი ქუჩის ცხოვრებიდან", მოამზადებენ პლაკატებსა და სტატიებს, შეადგენენ მაწანწალა ძაღლების შესახებ მიმართვის ტექსტს,რომლითაც რაიონის გამგეობის შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

4მონაწილეთა ასაკი: მე-8 კლასელები

5.ვადები\ ხანგრძლივობა: ორი კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის თემის გაცნობა, ჯგუფების ორგანიზება, მიმდინარე საქმიანობების ანგარიში, კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია.

7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტი ხელს შეუწყობს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას:ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, სტატიის მომზადება, მოთხრობისა და ჩანახატის დაწერა, პლაკატის გაკეთება, მიმართვის ტექსტის შედგენა და მისი სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა.

პროექტის მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, მას მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და განვითარების საშუალება და ამდენად, აუმაღლდება საკუთარი თავის რწმენა.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი(სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას.

პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ, განივითარებენ ისტ-თან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო-შემეცნებით პროცესში.

8.სარგებელი სხვებისათვის: თანატოლები, ქუჩის მათხოვრები და ქალაქის მაცხოვრებლები.

9.სამუშაო ენა:ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან. -

11.საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.VIII 1, ქართ.VIII 10, ქართ.VIII 11, ქართ.12.

12.პროექტის ფასილიტატორი:მარინე სეხნიაშვილი

13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:
marisekhna@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი: www.mari-se.blogspot.com